воскресенье, 9 марта 2014 г.

მერვე მოდული

დავასრულეთ ტრენინგი ,,პროექტზე დაფუძნებული სწავლება".ბოლო დღ მართლაც ემოციებით დატვირთული და ნაყოფიერი ოყო.ტრენინგის მიმდინარეობის მანძილზე ბევრი რამ ვისწავლეთ ახალი და სასარგებლო,შეძენილ ცოდნას გამოვიყენებთ ჩვენი შემდგომ მუშაობაში.ტრენინგი საინტერესო და შრომატევადი იყო,თუმცა ჩვენი ტრენერის თავდაუზოგავი დახმარებით ფინიშამდე მივედით
            მადლობა თქვენ ქალბატონო ელენე! 

,,ტყის დაცვა ჩემი ვალიცაა

понедельник, 3 марта 2014 г.

გავიარეთ თითქმის ნახევარზე მეტი კურსის ,,პროექტზე დაფუძნებული" სწავლებისა განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნიმუშის შექმნა,რომელიც დამეხმარება იმის გაცნობიერებაში,თუ რა პრობლემები წამოიჭრება და როგორ მოვაგვარებ მათ

воскресенье, 2 марта 2014 г.

პროექტზე დაფუძნებული სწავლების მესამე მოდულის შეჯამება
   დღევანდელ დღეს შევისწავლეთ შეფასების სტრატეგიები,შევადგინეთ დროში გაწელილი რუბრიკა რასაც აქტიურად გამოვიყენებ შემდგომ მუშაობაში

суббота, 1 марта 2014 г.

მიმართულების მიმცემი კითხვები

ზოგადი კითხვები  
_როგორ  ცვლის ადამიანი გარემოს და ტყე გარემოს?

თემატური კითხვები
  _რა გვჭირდება სიცოცხლისათვის?
                                                                                                     
 ინაარსობრივი კითხვები
_რა არის ტყე?
_რატომ უნდა დავიცვათ ტყე?
_რა ცხოველები ცხოვრობენ ტყეში?
_ხომ არ იცით რომელ ცხოველებზეა აკრძალული ნადირობა?
_როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ზიანი არ მივაყენოთ ტყეს?

воскресенье, 2 февраля 2014 г.

პირველი მოდული

    ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. შევეცდები კარგად და გააზრებულად დავეუფლო პროექტის შექმნის პრინციპებს და დავნერგო ჩემს კლასში. იმედი მაქვს, პროექტზე დაფუძნებული სწავლება დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს უფრო მეტად გამოავლინონ თავიანთი უნარები სასწავლო საგნებში და პრაქტიკაში.